Pages

Saturday, June 21, 2014



ნივთიერება შეიძლება იმყოფებოდეს სამ ძირითად აგრეგატულ მდგომარეობაში: მყარ, თხევადსა და აირადში. „აგრეგო“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ვაერთებ, ვაკავშირებ.
თითოეულ მდგომარეობაში ნივთიერების მოლეკულების განლაგება, მოძრაობა და ურთიერთქმედება განსხვავებულია.
ერთი და იგივე ნივთიერება შეიძლება იყოს სხვადასხვა მდგომარეობაში. მაგ: წყალი, ყინული და წყლის ორთქლი ერთი და იგივე ნივთიერების-წყლის სხვადსხვაგვარი აგრეგატული მდგომარეობაა.
მყარ სხეულში მოლეკულები მჭიდროდაა განლაგებული გარკვეული წესრიგით, მათ შორის ძლიერია ურთიერთქმედება, ამიტომ ასრულებენ მცირე რხევით მოძრაობებს წონასწორობის მდებარეობის ახლოს. სწორედ ამიტომ მყარი სხეული ინარჩუნებს ფორმას და მოცულობას.
აირის ნაწილაკებს შორის მანძილი მათ ზომაზე ბევრად მეტია, მათ შორის ურთიერთქმედება სუსტია, მოლეკულები მოძრაობენ ქაოსურად, ამიტომ აირს არა აქვს ფორმა და მოცულობა, იგი ნებისმიერ სივრცეს ავსებს.
სითხის მოლეკულები ნაკლებად მჭიდროდ არიან ერთმანეთთან ახლოს, ვიდრე მყარის, სითხის მოლეკულებს მეტი ენერგია გააჩნიათ, ამიტომ თავისუფლად მოძრაობა შეუძლიათ. მოლეკულების მიზიდულობის გამო სითხე ინარჩუნებს მოცულობას, მაგრამ ფორმა არა აქვს. იგი ღებულობს იმ ჭურჭლის ფორმას, რომელშიც მოვათავსებთ. სითხე დენადია.